სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თბილისი მედიკი - ბრენდის განვითარებისა და CRM მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 20 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 20 თებერვალი, 2020

კომპანია თბილისი მედიკი აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარებისა და CRM მენეჯერის პოზიციაზე.

 

კომპანია თბილისი მედიკი ახორციელებს სამედიცინო პროდუქციის: აპარატურის, ავეჯის, სახარჯი მასალის, ქირურგიული ინსტრუმენტების და პაციენტის მოვლის საშუალებების იმპორტს და რეალიზაციას. ასევე აპარატურის მონტაჟს და მათ შემდგომ მომსახურებას.

დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო მოგვეხდინა ქართულ ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული  პროდუქციის იმპორტი, რაც უპირველესად  გულისხმობს  პროდუქციის  საიმედო ხარისხსა და  მისაღებ ფასს.
 

ფუნქცია/მოვალეობებია :

  • კომპანიის გეგმებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესისთვის ბრენდის განვითარებისა და CRM-ის მიმართულებით გეგმების შემუშავება
  • გეგმის ფინანსური ბიუჯეტისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა და ინტეგრაცია
  • გეგმის შესაბამის ფორმატში წარდგენა, არგუმენტაცია და დამტკიცების უზრუნველყოფა
  • ბრენდის განვითარებისა და CRM-ის გეგმის განხორციელების უზრუნველყოფა, პერიოდული ანალიზი და საჭიროების შემთხვევებში კორექტირება
  • თბილისი მედიკის კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება გაყიდვების გუნდისგან, ბაზის ფორმირება და კატეგორიზაცია
  • კლიენტების კატეგორიებთან მუშაობის მიდგომების/პოლიტიკის შემუშავება, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა
  • კლიენტებთან ურთიერთობის დადგენილი პოლიტიკის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
  • განხორციელებული აქტივობების შედეგების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და შესაბამის ფორმატში წარდგენა
  • თბილისი მედიკის დაკარგული კლიენტების მოძიება და მისი მიზეზების ანალიზი, შესაბამის ფორმატში განხილვა და რეაგირების მოქმედებების დაგეგმვა
  • კატეგორიის დირექტორებისა და გაყიდვების გუნდებისგან მარკეტინგული საჭიროებების მოგროვება, შეხვედრაზე მათი განხილვა და განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება
  • თბილისი მედიკის ბრენდის განვითარების მიმართულებით იდეების გენერირება, გაყიდვების შეხვედრის ფორმატში წარდგენა და დამტკიცების უზრუნველყოფა
  • კომპანიის ივენთების/პრეზენტაციების და ფორმალური ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამისი პირების მხარდაჭერით
  • კომპანიის ვიზუალური მახასიათებლების განვითარების იდეების გენერირება, შეხვედრაზე განხილვა, არგუმენტაცია და დამტკიცება
  • მომხმარებლების უკმაყოფილებისა და მათთან ურთიერთობაში პრობლემების გამოვლენის არხების შემუშავება და აწყობა
  • მომხმარებლების უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღება, მიზეზების განხილვა შესაბამის ფორმატში და რეაგირების მოქმედებების დაგეგმვა
  • ბრენდის რეპუტაციის, ცნობადობისა და აღქმის მონიტორინგი საზოგადოებასა და სამიზნე სეგმნეტში, შედეგების ანალიზი და წარდგენა გაყიდვების ფორმატში


მოთხოვნები:

  • აქტიური
  • მონდომებული
  • გონებაგახსნილი
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულები
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში (თუმცა განვიხილავთ დამწყებ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებსაც, რომელთაც აქვთ სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები და მიროვნული თვისებები)

სამუშაო პირობები:

  • განაკვეთი: სრული, ორშ- პარასკ. 09:30სთ - 18: 00 სთ
  • ანაზღაურება: შეთანხმებთ

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე(CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “ ბრენდის განვითარებისა და CRM მენეჯერი” წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Message body empty