სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აგროჰაბი - მიმღები ოპერატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 22 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 22 თებერვალი, 2020

კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას მიმღები - ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.

 

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.


ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიურად მოახდინოს მიღებული საქონლის პროგრამული აღრიცხვა საქონლის კატეგორიის დასახელების, შტრიხკოდის, ერთეულის, ფასის, მომწოდებლის და მიღების საწყობების მიხედვით;
  • მკაცრად გააკონტროლოს ამ ფუნქციის შესრულებესთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს მთავარ ბუღალტერს;
  • მკაცრად გააკონტროლოს სასაქონლო ზედნადებსა და საგადასახადო ანგარიშფაქტურაში არსებული მონაცემების სრული შესაბამისობა მიმღების მიერ წარმოდგენილ და მის მიერ ასახულ ინფორმაციასთან და დოკუმენტალურად ხელწერით დაადასტუროს იგი;
  • მიღებული საქონლის ცნობარებში არსებულ ინფორმაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში სასწრაფოდ აცნობოს ბუღალტერს;
  • დროულად და სწორად ასახოს საწყობებიდან ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულებში საქონლის გადაადგილების ნებისმიერი მოძრაობა მისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აპექსში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;


პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (თქვენი სურვილით შეარჩევთ გრაფიკს ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან)

  • ერთი დილის 8:00-დან 14:00-მდე,
  • 14:00-დან 22:00-მდე
  • 8:00-დან 20:00-მდე, 12 საათიანი დღეგამოშვებით.

 

ადგილმდებარეობა:

  • თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. #22
  • თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37-მ
  • თბილისი, ავჭალა. ანდრონიკაშვილის 151


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე [email protected].  გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty