სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Hotel Hub Group - მონაცემთა ბაზის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 22 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 22 თებერვალი, 2020

“Hotel Hub Group” (https://hotelhub.group/)  გახლავთ სასტუმროების ონლაინ ჯავშნების ტექნოლოგიური პლატფორმა. ინოვაციური სისტემა ქართული ტურიზმის ინდუსტრიაში, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ კომპანიებს საერთაშორისო მასშტაბით, დაჯავშნონ კავკასიის რეგიონის სასტუმროები.

“Hotel Hub Group ” მოიცავს რამდენიმე ასეულ კორპორატიულ პარტნიორს 15+ ქვეყანაში და 250+ სასტუმროს რეგიონის მასშტაბით ჯავშნების სისტემაში;


“Hotel Hub Group ”  აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის სპეციალისტიის პოზიციაზე.


სამუშაოს აღწერილობა:

  • სასტუმროების ონლაინ ჯავშნების მართვის სისტემის მართვა-კოორდინაცია;
  • სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე სასტუმროების ფასების შედარება ყოველკვირეულად;
  • ახალ პარტნიორთან ადმინისტრაციული ნაწილის მართვა (ხელმოწერილი ხელშეკრულების გაგზავნა და სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება);
  • არსებულ პარტნიორთან ნებისმიერი წარმოჭრილი პრობლემის მოგვარება, როგორც ტექნიკური, ასევე ინფორმაციული კუთხით;


ვის ვეძებთ ჩვენ:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 0-1 წლიანი  სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (არ არის აუცილებელი);
  • განიხილებიან ახალიკურსდამთავრებულები, ვისაც აქვთ მოტივაცია და არიან დაინტერესებულნი ამ ინდუსტრიით;
  • აუცილებელია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ფლობა;


პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოწესრიგებული და ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე;


რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიაში გამოცდილების მიღების პერსპექტივას;
  • სასიამოვნო და მყურდო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის პერსპექტივას, ინტერესების შესაბამისად;
  • სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, გუნდის შეკავშირების მიზნით;


პირობები:

  • თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (ხელზე ასაღები);
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. ინტერვიუები დაიგეგმება მიღებული რეზიუმეების საფუძველზე შერჩეულ აპლიკანტებთან.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

წარმატებას გისურვებთ!

Message body empty