სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

IOTA Design - მარკეტინგის მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 28 თებერვალი, 2020

კომპანია Iota Design არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული  სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში,როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი. ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს და ვორქშოპებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

კომპანია აცხადებს  მარკეტინგის მენეჯერის ვაკანსიას. 

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგული გეგმის შედგენა;
  • ბრენდის სტანდარტების შესწავლა და სხვადასხვა პროექტების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
  • გაყიდვების სტიმულირება და კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
  • კონკურენტების ანალიზი.


პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft პროგრამების ცოდნა)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ ორი წელი
  • გაყიდვების ანალიზი;


პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი-სრული
  • სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი ცოტნე დადიანის N7. ბიზნეს ცენტრი ქარვასლა
  • ანაზღაურება- შეთანხმებით (კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად)


თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty