დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
29 იანვარი, 2020
ბოლო ვადა
28 თებერვალი, 2020
კომპანია Iota Design არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში,როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი. ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს და ვორქშოპებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
ამ ეტაპზე კომპანია ეძებს გამოცდილ, ენერგიულ, შრომისმოყვარე და კრეატიულ ადამიანს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
- მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგული გეგმის შედგენა;
- მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი;
- ყოველდღიური მუშაობა გუნდთან და დავალებების განსაზღვრა თითოეული წევრისთვის
- კონკურენტების ანალიზი.
- სოციალური მედიის როგორც სტრატეგიის ასევე კონკრეტული კამპანიის შემუშავება და განხორციელება;
- ტექსტუალური კომტენტის შექმნა (Copywriting);
- სოციალური ქსელის გვერდის სტატისტიკის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
- მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, სამოქმედო გეგმების შემუშავება/მოდიფიცირება და ახალი იდეების გენერირება;
- სოციალური მედია მარკეტინგის სხვა და სხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Youtube, LinkedIn, Instagram, Behance).
- კომპანიის ვებგვერდების ადმინისტრირება/განახლება, სიახლეების განთავსება.
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
- სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია გუნდთან მუშაობის და ხელმძღვანელობის გამოცდილება;
- Google Analytics-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- Facebook-ისა და Adwords-ის კამპანიების წარმოების გამოცდილება;
- ქართულ ენაზე გამართულად წერა.
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად ხართ თანამშრომლობისთვის, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]; Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ „ციფრული მარკეტინგის მენეჯერი“
კომპანიის FB გვერდი: https://www.facebook.com/iotagroup.iotadesign/
კომპანიის ვებ-გვერდი: https://iotagroup.ge/en