სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

IOTA Design - ქოფირაითერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 29 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 28 თებერვალი, 2020

კომპანია Iota Design არის დეველოპერული კომპანია რომელიც აქტიურად არის ჩართული  სამშენებლო პროცესებთან დაკავშირებული ყველა ეტაპის ოპერირება-მენეჯმენტში,როგორიცაა მშენებლობისათვის საინტერესო ტერიტორიების მოძიება,ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა (დაკონტრაქტება), არქიტექტურული პროექტის მომზადება, პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაოები, სამშენებლო კომპანიების შერჩევა, მშენებლობის მონიტორინგი, ასევე მშენებლობის შემდგომი ისეთი მომსახურებების გაწევა როგორიცაა გეგმარება, ინტერიერის დიზაინი და რემონტი. ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს და ვორქშოპებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

კომპანია აცხადებს  ვაკანსიას  ქოფირაითერის პოზიციაზე


საკვალიფიკაციო მოთხოვნები და აუცილებელი უნარები:

  • უმაღლესი განათლება; (უმჯობესია პიარის და მარკეტინგის მიმართულებით);
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქოფირაითერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • წერის, თარგმნის და კონტენტის შექმნის უნარი;
  • პრობლემების მარტივად გადაჭრის და დროის მენეჯმენტის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რამდენიმე განსხვავებული სპეციფიკის მქონე პროექტზე მუშაობა;
  • ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის საინტერესო და კრეატიული კონტენტის მომზადება;
  • წერილობითი სტილის შექმნა და შენარჩუნება;
  • პრეს-რელიზების მომზადება;
  • სარეკლამო მასალისთვის (ვიდეო რგოლი, ნაბეჭდი მასალა, ვებსაიტი, სოციალური მედია) ტექსტების მოფიქრება, დამუშავება;
  • SMS ტექსტების, მეილის, ბანერის და პოპ-აპ მესიჯების მომზადება;
  • კონტენტის მონიტორინგი და მართვა;

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: [email protected]

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://iotagroup.ge/en

FB:  https://www.facebook.com/iotagroup.iotadesign/

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty