სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თბილღვინო - ადმინისტრაციული მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 28 თებერვალი, 2020

კომპანია "თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიაში მიღებული დოკუმენტების, წერილების გამართულად აღრიცხვისა და შესაბამის პირებზე დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
  • მომზადებული ბრძანებებისა და დოკუმენტების დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად;
  • ადმინისტრაციული შესყიდვების საჭიროებების მოგროვება, დაგეგმვა და შესყიდვების განხორციელება დელეგირების ზღვრების ფარგლებში;
  • ოფისის აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა ინვენტარის შეძენის ორგანიზება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, დამლაგებლების კოორდინირება, მათი მუშაობის განრიგების დაგეგმვა;
  • დაცვის სამსახურის თანამშრომლების მუშაობის გრაფიკების დაგეგმვა და მათ საქმიანობაზე, პატრულირებაზე კონტროლი ვიდეო კამერების მონიტორის მეშვეობით;
  • კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
  • თანამშრომლებისთვის სხვა სახის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა და მმართველი გუნდის დავალებების შესრულებ კომპეტენციების ფარგლებში;


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინ. 2 წლიანი  გამოცდილება  ადმინისტრაციული/ოფის მენეჯერის პოზიციაზე;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B2)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კარგი ინტერპერსონალური უნარები;
  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
     

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 27 თებერვლის  ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

Message body empty