სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ინექსფონი - კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2020

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინექსფონი" აცხადებს ვაკანსიას  კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის ,,ინექსფონის“ გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე - აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

ამჟამად კომპანია ,,ინექსფონის“ სერვისებით სარგებლობს 520-ზე მეტი იურიდიული აბონენტი და 15 500-ზე მეტი ფიზიკური პირი.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00

ანაზღაურება : ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიებისთვის „ინექსფონის“ სერვისების შეთავაზება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია / ვიზიტების განხორციელება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკების წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელთან პერიოდული რეპორტინგი და შესაბამისი მითითებების შესრულება;
  • ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება;
  • გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ბაზრის ახალი სეგმენტის  შესწავლა, ათვისება;
  • მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება კორპორაციულ გაყიდვებში  
  • შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;
  • გაყიდვების სისტემის თეორიული საფუძვლების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ინგლისური, რუსულის ცოდნა;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა;
  • გარემოსა და სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • განვითარებისა და სიახლეების სწავლის სურვილი
  • ლოგიკური, სხარტი აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;


ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


„ინექსფონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty