სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

World Sightseeing Tbilisi - შემომყვანი ტურების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2020

World Sightseeing Tbilisi არის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით, მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ტურისტებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სანდოობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტურისტებს ჩვენი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის და სრული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრებში, ასევე, ვიზიტორ ცენტრებსა და პრომოუტერებისაგან, რომლებიც ქალაქის ტურისტულ წერტილებში არის განთავსებული.

სერვის ცენტრები და ვიზიტორ ცენტრები განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე:

სერვის ცენტრი: მეიდანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

ვიზიტორ ცენტრი: პუშკინის სკვერში, ბარათაშვილის აღმართზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

 

ჩვენი მეგობრული და მზარდი გუნდისთვის ვეძებთ ენერგიულ, აქტიურ და პოზიტიურ ადამიანებს შემდეგ პოზიციებზე: 

შემომყვანი ტურების მენეჯერი - გერმანული ენის სრულყოფილი ცოდნით
 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომუნიკაცია არსებულ პარტნიორებთან
  • ახალი პარტნიორების მოძიება სხვადასხვა ბაზარზე;
  • მოთხოვნების მიღება და შეთავაზების გაკეთება;
  • პარტნიორებთან კომუნიკაცია, ფასების განახლება და რეზერვაციების გაკეთება;
  • გადარიცხვების კონტროლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ახალ ონლაინ პორტალებზე კომპანიის დარეგისტრირება და ტურების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ჩამოსულ სტუმრებთან კომუნიკაცია;
  • ჯავშნების და ტრანსფერების კონტროლი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესი/ტურიზმი). განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუსებს (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქალაქის ცენტრში

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მიმდინარე წლის 29 თებერვლამდე ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ უნივერსიტეტის და ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი მონაცემები შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაგიკავშირდეთ.

Message body empty