სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

World Sightseeing Tbilisi - ავტობუსის ბორტგამყოლი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2020

World Sightseeing Tbilisi არის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით, მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ტურისტებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სანდოობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტურისტებს ჩვენი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის და სრული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრებში, ასევე, ვიზიტორ ცენტრებსა და პრომოუტერებისაგან, რომლებიც ქალაქის ტურისტულ წერტილებში არის განთავსებული.

სერვის ცენტრები და ვიზიტორ ცენტრები განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე:

სერვის ცენტრი: მეიდანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

ვიზიტორ ცენტრი: პუშკინის სკვერში, ბარათაშვილის აღმართზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

ჩვენი მეგობრული და მზარდი გუნდისთვის ვეძებთ ენერგიულ, აქტიურ და პოზიტიურ ადამიანებს შემდეგ პოზიციებზე: 

ავტობუსის ბორტგამყოლი

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტობუსის მგზავრებისთვის წესების ახსნა, კითხვებზე პასუხების გაცემა;
  • ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და რეალიზაცია;
  • ტურისტებისთვის რეკომენდაციების მიცემა;
  • მგზავრების უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა;
  • ავტობუსში სისუფთავის და ინვენტარის ფუნქციონირების გაკონტროლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას
  • ბონუსურ სისტემაზე დაფუძნებულ ანაზღაურებას
  • ახალგაზრდა და დინამიურ გუნდთან ერთად მუშაობას

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მიმდინარე წლის 29 თებერვლამდე ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ უნივერსიტეტის და ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი მონაცემები შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაგიკავშირდეთ.

Message body empty