სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

World Sightseeing Tbilisi - ვიზიტორ ცენტრის გაყიდვების აგენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 31 იანვარი, 2020
ბოლო ვადა 29 თებერვალი, 2020

World Sightseeing Tbilisi არის განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ევროპული სტანდარტების დანერგვის გზით, მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს ტურისტებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სანდოობა, ხელმისაწვდომობა და ხარისხი.

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ტურისტებს ჩვენი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის და სრული მომსახურების მიღება შეუძლიათ როგორც სერვის ცენტრებში, ასევე, ვიზიტორ ცენტრებსა და პრომოუტერებისაგან, რომლებიც ქალაქის ტურისტულ წერტილებში არის განთავსებული.

სერვის ცენტრები და ვიზიტორ ცენტრები განთავსებულია შემდეგ ლოკაციებზე:

სერვის ცენტრი: მეიდანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

ვიზიტორ ცენტრი: პუშკინის სკვერში, ბარათაშვილის აღმართზე, რუსთაველის გამზირზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.

ჩვენი მეგობრული და მზარდი გუნდისთვის ვეძებთ ენერგიულ, აქტიურ და პოზიტიურ ადამიანებს შემდეგ პოზიციებზე:
 

ვიზიტორ ცენტრის გაყიდვების აგენტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების შეთავაზება და რეალიზაცია;
  • გაყიდვებისა და სხვა ტრანზაქციების აღრიცხვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტურისტებისთვის რეკომენდაციების მიცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი სასაუბრო დონეზე ფლობა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სასურველია ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება;


ჩვენ გთავაზობთ:

  • განვითარების შესაძლებლობას
  • ანაზღაურება: 500₾ + ბონუსი.
  • სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქალაქის ცენტრში

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ CV გამოაგზავნოთ მიმდინარე წლის 29 თებერვლამდე ელ-ფოსტის მისამართზე [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ უნივერსიტეტის და ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი მონაცემები შეინახება ჩვენს მონაცემთა ბაზაში და თქვენთვის შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაგიკავშირდეთ.

Message body empty