სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სადაზღვევო კომპანია პრაიმი - საცალო და კორპორატიული კლიენტების მომსახურების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 28 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა 22 მარტი, 2020

 სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი არის ევროპული ინვესტიციით შექმნილი დასავლური სტანდარტების კომპანია, რომელიც 2007 წლიდან არის წარმოდგენილი ბაზარზე. 2018 წლიდან კომპანიამ რებრენდინგი განახორციელა და ბაზარზე განახლებული სახელით, შესაძლებლობებითა და ხედვებით წარსდგა. სადაზღვევო კომპანია პრაიმი გამოირჩევა სტაბილურობით, მზარდი კაპიტალით, პროვაიდერთა ქსელის მრავალფეროვნებითა და კონკურენტული პროდუქტებით. სადაზღვევო კომპანია პრაიმის აქციონერი არის ევროპული საინვესტიციო კომპანია - Mercury Europe Holdings SA.

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორატიული კლიენტების მომსახურების   მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • დაზღვეულების მომსახურება, მათთვის კოორდინაციის გაწევა სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობის პროცესში;
  • დაზღვეულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება განსაზღვრულ ვადებში;
  • დაზღვეულების დარეგისტრირება სადაზღვევო პროგრამაში;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა,  მათთვის პრეზენტაციის ჩატარება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებების განსაზღვრა;
  • სადაზღვევო ბაზრის კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.


პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოალაპარაკების წარმოების უნარი;
  • დამაჯერებლობა კომუნიკაციისას;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა და აკურატულობა.


თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]    სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 22 მარტი.


გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია (რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი, სხვა თანდართული დოკუმენტი) შეიძლება შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის ხელმისაწვდომი გახდება განაცხადების განხილვისა და კანდიდატების შერჩევის პროცესში, დამუშავდება   კომპანიის მიერ არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით). აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვვევაში, გვქონდეს თქვენი კანდიდატურის კიდევ ერთხელ განხილვის შესაძლებლობა. თუ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებსაც, მისგან თანხმობის მოპოვების ვალდებულება აღნიშნული მონაცემების სს სადაზღვევო კომპანია პრაიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გეკისრებათ თქვენ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტ(ებ)ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოთ აღნიშნულ პირობებთან დაკავშირებით.

Message body empty