სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვივიენდა - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 09 მარტი, 2020
ბოლო ვადა 09 აპრილი, 2020

კომპანია "ვივიენდაარის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიათა ქსელი საქართველოში. დღესდღეობით მაღაზიათა ქსელი წარმოდგენილია 2 ფილიალით - თბილისსა და ბათუმში.
მაღაზიათა ქსელი მოიცავს 40-მდე ბრენდის 10 000-მდე დასახელების პროდუქტს, მათ შორის „ვივიენდა“ 25 ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენ ვთანამშრომლობთ პრემიუმ ხარისხის ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა: Arshia, Tramontina, Bambum, O.M.S., Eurolux, Hobby Life, Duralex და სხვ.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

‘’ვივიენდა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალაუბნის #5;

სამუშაო განაკვეთი: სრული; 
ანაზღაურება: 1500 ნეტი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზების მომზადება მათი საჭიროებიდან გამომდინარე;
  • კორპორატიული კლიენტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, შეთავაზებების ჩამოყალიბება;
  • კორპორატიული კლიენტების მოზიდვისთვის მარკეტინგულ აქტივობებზე, აქციებზე იდეებისა და წინადადებების ინიცირება, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართვა განხორციელებისთვის; 
  • კონკურენტების მიდგომების მონიტორინგი, მათ შეთავაზებებზე დაკვირვება და ამის მიხედვით იდეების და წინადადებების ინიცირება ცვლილებებზე;
  • ბაზრის კვლევა და მონაცემების ანალიზი;
  • კორპორატიულ კლიენტებთან დაკავშრება, მოლაპარაკება და შეთავაზების გაკეთება; 
  • არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
  • ახალი კლიენტების დამოუკიდებლად მოძიება და კონტაქტის დამყარება-შენარჩუნება.


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მინ. 2 წლიანი გამოცდილება ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; (B2)
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
     

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "ვივიენდამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

Message body empty