სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი დაზღვევა - სტაჟირება საოპერაციო მომსახურების განყოფილებაში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 12 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 12 მაისი, 2019

სს „თიბისი დაზღვევა“ სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

თიბისი დაზღვევის მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს „თიბისი დაზღვევა“ აცხადებს სტაჟირებას საოპერაციო მომსახურების განყოფილებაში

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
     

ჩვენთან დასაქმების შემთხევაში: 

  • გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
  • იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.
     

ძირითადი მოვალეობები:

  • სადაზღვევო დოკუმენტაციის მომზადება;
  • პროგრამულად დარეგისტრირებული მომხმარებლების ბაზაში მუშაობა;
  • სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანლის სხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა. 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2019 წლის  25 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟირება-საოპერაციო მომსახურების განყოფილებაში“ 

სს „თიბისი დაზღვევა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 242 22 22 *313;    ელ ფოსტა: [email protected]

გაცნობებთ, რომ სს „თიბისი დაზღვევა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

Message body empty