დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
30 აპრილი, 2019
ბოლო ვადა
30 მაისი, 2019
კომპანია Softmaster Trade 2002 წლიდან საქართველოში უახლოესი ტექნოლოგიებისა და ტენდენციების გამოყენებით ხელს უწყობს ბიზნესს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.კომპანია SMT ახორციელებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების იმპორტის, როგორებიცაა Tyco, Posiflex, Bizerba,Bixolon,Honeywell,Citizen და ა.შ. დამატებითი ინფრომაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს : http://smt.com.ge/
კომპანია SMT აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
სტაჟირების მოკლე აღწერა :
- სტაჟირების ხანგრძლივობა : 1-3 თვე;
- სამუშაო განაკვეთი : არასრული/თავისუფალი;
- სტაჟირება არის არაანაზღაურებადი,მომავალში დასაქმების პერსპექტივით.
s
ჩვენ გთავაზობთ :
- თეორიული ცოდნის ამაღლებას;
- თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
- გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას;
- საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;
ჩვენ გვჭირდება :
პიროვნული თვისებები:
- მოტივირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
უნარ-ჩვევები :
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი ;
მოთხოვნები :
- ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის,მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
- სწავლების მიმართულება : მარკეტინგი
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel,PowerPoint,Outlook);
- სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი,ამას ჩვენ თავად გაძლევთ;
მოვალეობები :
- არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციების, მიმართულებების შესწავლა;
- ბაზრის კვლევა;
- მარკეტინგული კვლევის დაგეგმვა და ორგანიზება;
- გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა;
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების გავლის შედეგად.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected]
გისურვებთ წარმატებებს!