სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Softmaster Trade სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 30 აპრილი, 2019
ბოლო ვადა 30 მაისი, 2019

კომპანია Softmaster Trade 2002 წლიდან საქართველოში ახორციელებს მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდების იმპორტის, როგორებიცაა Tyco, Posiflex, Bizerba, Bixolon, Honeywell, Citizen და ა.შ. დამატებითი ინფრომაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს : http://smt.com.ge/ 

კომპანია SMT (Softmaster Trade) აცხადებს სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში.

 

სტაჟირების მოკლე აღწერა :

  • სტაჟირების ხანგრძლივობა : 1-3 თვე;
  • სამუშაო განაკვეთი : არასრული/თავისუფალი;
  • სტაჟირება არის არაანაზღაურებადი,მომავალში დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენ გთავაზობთ :   

  • თეორიული ცოდნის ამაღლებას;
  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას;
  • გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას;
  • საკუთარი თავის გამოცდის კარგ შესაძლებლობას;
     

ჩვენ გვჭირდება :

პიროვნული თვისებები:

  • მოტივირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
     

უნარ-ჩვევები :

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი ;
     

მოთხოვნები :

  • ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის,მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული;
  • სწავლების მიმართულება : ბიზნესის ადმინისტრირება  
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა სასურველია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office: Word, Excel, Powerpoint,Outlook);
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი,ამას ჩვენ თავად გაძლევთ;
     

მოვალეობები :

  • პოტენციური მომხარებლების მოძიება;
  • პროდუქციის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
  • მომხმარებელთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურება;
  • კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ;
  • მომხმარებლსა და გაყიდვების რაოდენობის ზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მონაწილეობის მიღება
  • მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება კომპანიისა და პროდუქციის შესახებ.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების გავლის შედეგად.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : [email protected]

 

გისურვებთ წარმატებებს !