დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
06 მაისი, 2019
ბოლო ვადა
17 მაისი, 2019
UGT აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
- თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
- კომპანიის სტუმრებთან და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
- კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
- შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
- უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელობა;
- კარგი წერითი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 12:30-21:00 შაბათს მორიგეობით: 09:30-14:00
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე [email protected] არაუგვიანეს 17 მაისისა. სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი - ადმინისტრაციული ასისტენტი“
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.
დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!