სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

„ფინანსური ბიურო“ - სტაჟირებას იურისტის

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 10 მაისი, 2019
ბოლო ვადა 10 ივნისი, 2019

„ფინანსური ბიურო“ საფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. „ფინანსური ბიურო“ ახორციელებს ინვესტირებას სასესხო აქტივების შეძენის მიმართულებით. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან.

„ფინანსური ბიურო“ ამ დარგის ლიდერია და საქართველოს 17  რეგიონშია წარმოდგენილი, დღესდღეობით ორგანიზაციაში 300-მდე თანამშრომელია გაერთიანებული.

კომპანია აცხადებს სამართლის ფაკულტეტის III – IV კურსის სტუდენტებისთვის 6 თვემდე სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე.

 

ჩვენ გთვაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ წარმატებული და დინამიური გუნდის წევრი;
  • განვითარდეთ და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული კუთხით;
  • სტუდენტებისთვის მოქნილ გრაფიკს;


მოვალეობები:

  • სასამართლოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოება;
  • გამარტივებული წარმოების გზით აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამართალწარმოების დაწყება: დოკუმენტაციის გადარჩევა, აპლიკაციის დაწერა, დარეგისტრირება იუსტიციის სახლსა და ეროვნულ ბიუროში;
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზი და მომზადება;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა;


სტაჟირების პერიოდი არის ანაზღაურებადი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორ-იურისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Message body empty