სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფოსტა Pay - სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 13 მაისი, 2019
ბოლო ვადა 13 ივნისი, 2019

სს "ფოსტა Pay" არის საქართველოს საგადახდო მომსახურების პროვაიდერი  კომპანია, რომელიც იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტუდენტებს სტაჟირებაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.


ძირითადი
 მოვალეობები:

  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება კომპიუტერული სისტემების, პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკის გამართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე, მომართვებზე;
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება პირისპირ კომუნიკაციით ან სატელეფონო რეაგირებით;
  • ტერმინალ სერვერზე ახალი მომხმარებლის (user- ის) პროფილების გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • სერვისების ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

 

მოთხოვნები:

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
  • Microsoft Windows ოპერაციის სისტემების ცოდნა (XP, 7, 8);

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კრეატიული აზროვნება
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაბელურობა

 

სტაჟირების ბენეფიტები:

  • განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
  • სტაჟირების პერიოდში თეორიული ცოდნის გაღრმავება;
  • გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
  • მეგობრულ ატმოსფერო;

 

სტაჟირების პირობები:

  • სტაჟირების პერიოდი 6 თვე
  • სტაჟირების ადგილი ქ.თბილისი
  • გრაფიკი თავისუფალი
  • სტაჟირების პერიოდში ანაზღურებადი იქნება ტრანსპორტირება და კვება
  • სტაჟირების დასრულების შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
  • სტაჟირების დასრულების შემდეგ, წარმატებული სტუდენტი დასაქმდება ნახევარ განაკვეთზე.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად მითითებულ მეილზე:

[email protected]

Message body empty