„ჰელფინგ ჰენდ“-ის მოხალისეთა რადიო „ჩემი ხმა“ იწვევს ჟურნალისტის ფაკულტეტის სტუდენტებს რადიო ჟურნალისტიკის შესასწავლად და სტაჟირების გასავლელად.
მოხალისე სტუდენტები შეისწავლიან რადიო გადაცემების სპეციფიკას, გადაცემის მომზადებას, მონტაჟს, დაეუფლებიან უახლეს საინფორმაციო ტექნოლოგიებს. მათ მიერ მომზადებული გადაცემები და სიუჟეტები გავა ონლაინ რადიო „ჩემი ხმის“ ეთერში. სტაჟირების 6 თვიანი კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ სტუდენტები მიიღებენ სერტიფიკატს, რეკომენდაციას და სურვილის შემთხვევაში, დარჩებიან სამუშაოდ.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 25 მაისი.
ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის ონლაინ რადიო „ჩემი ხმა“ არის პირველი მოხალისეთა რადიო, რომლის მიზანია ახალგაზრდებისათვის მედია სივრცის შექმნა, სადაც ისინი ახდენენ საკუთარი ინიციატივების, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, გენდერული საკითხებისა და შემოქმედებითი იდეების პოპულარიზაციას.
მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული აპლიკაცია: http://www.myvoice.ge/join_us