სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ბი ემ სი გორგია - სტაჟიორება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 27 მაისი, 2019
ბოლო ვადა 27 ივნისი, 2019

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.

"ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "ლუსონი". 

ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს. ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში. 

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი! 

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს თვიან, ანაზღაურებად სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
 

ძირითადი მოვალეობები:

  • კანდიდატების დაბარება გასაუბრებაზე
  • გასაუბრებების დაგეგმვის უზრუნველყოფა
  • სამუშაო აღწერების შედგენაში მონაწილების მიღება
  • სხვადასხვა ტიპის მონაცემთან ბაზებთან მუშაობა
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • აქტიური
  • განვითარებაზე ორიენტირებული

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV, შემდეგ მისამართზე: [email protected]  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty