სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ალდაგი - სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 ოქტომბერი, 2019
ბოლო ვადა 18 ნოემბერი, 2019

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს სტაჟირებას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.  (საშუალო ანაზღაურება 200 ლარი) 

ალდაგი პირველი ქართული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ბაზარზე. ალდაგში დასაქმება საინტერესო და რაც მთავარია სტაბილურია, რასაც წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ძლიერი კორპორატიული კულტურა განაპირობებს.
 

ჩვენ გთავაზობთ:

  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს სადაზღვევო საქმიანობის მიმართულებით და შესაბამის სერტიფიკატს;
  • თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით;
  • განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კლიენტებთან ურთიერთობის და კომუნიკაციის უნარების განვითარებას;
  • პრეზენტაციის ჩატარების და საქმიანი მიმოწერის უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • სტაჟირების პარალელურად, ყოველთვიური ანაზღაურების გამომუშავების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ ატმოსფეროს;
  • საინტერესო და აზარტულ სამუშაოს.
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანია გთავაზობთ დასაქმებას. 
     

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სისხარტე;
  • მიზანდასახულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ „ალდაგი - სტაჟირება საცალო გაყიდვების დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty