საქართველოს ბანკი აცხადებს რიგით მეოთხე სტუდენტურ პროგრამა ლიდერატორს.საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის 9 ახალ პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რომლებიც ჯამში ბანკის მასშტაბით 31 სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
ლიდერატორი შენი შესაძლებლობაა, იპოვო საკუთარ ინტერესებზე მორგებული სტუდენტური პროგრამა, მიიღო სამუშაო გამოცდილება და დასაქმდე ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში.
ქვემოთ მოცემულ ლინკებზე გადასვლით, შეგიძლია იპოვო შენთვის საინტერესო პროგრამა და გამოაგზავნო რეზიუმე/შეავსო სააპლიკაციო ფორმა:კორპორაციული / საინვესტიციო ბანკინგი და დაგროვილი ქონება
ყველა პროგრამის შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: პროგრამები
პროგრამაში მონაწილეობისას საშუალებას გექნებათ ისარგებლოთ სწავლაზე
მორგებული გრაფიკით, გაიაროთ ტრენინგები, გყავდეთ პროფესიონალი მენტორი და მიიღოთ ანაზღაურება!
შეავსე განაცხადი და გახდი საქართველოში ყველაზე წარმატებული სტუდენტური
პროგრამის მონაწილე, განცხადებების შევსების დედლაინია: 9 იანვარი”