სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Nexia TA - სტაჟორი საკონსულტაციო დეპარტამენტში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 27 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა 27 იანვარი, 2020

კომპანია Nexia TA, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას საქართველოში აცხადებს სტაჟიორების მიღებას საკონსულტაციო დეპარტამენტში.

 

შენიშვნა: სტაჟიორის სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება მისი სასწავლო გრაფიკის გათვალისწინებით

საკონსულტაციო დეპარტამენტის საქმიანობაა მოიცავს რამდენიმე სერვისს, კერძოდ, საშემფასებლო სერვისი, რომელიც შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურებაა (IVS) და მოიცავს შემდეგი კომპონენტების შეფასებას:

  • უძრავი/მოძრავი ქონება
  • ბიზნესი
  • აქციები და წილები
  • ინვესტიციები
  • პროექტების ღირებულება

 

ბიზნეს გეგმის ანალიზს შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით:

  • ბიზნესგარემოს ანალიზი;
  • ფინანსური გეგმის შედგენა;
  • პროდუქციისა და წარმოების შესახებ ინფორმაციის ანალიზი;
  • SWOT ანალიზი;
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და ეფექტურობის შეფასება

 

საკონსულტაციო მომსახურებას შემდეგი მიმართულებებით:

  • ფირმის კონკრეტული მიმართულების დადგენა
  • ფირმის გრძელ და მოკლევადიანი მიზნების ფორმულირება, სტრატეგია და მთავარი ტაქტიკა მათ მისაღწევად
  • ფირმის რესურსების შესწავლა და მათი სწორი გამოყენება

 

სტაჟიორის სამუშაო აღწერილობა:

  • დეპარტამენტის მიმდინარე პროექტების, დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზედამხედველობით:
  • კომუნიკაცია დამკვეთებთან და პროექტის მოთხოვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება:
  • დეპრტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით შეხვედრების დაგეგმვა, შეხვედრებში მონაწილეობა და შეხვედრის ანგარიშების მომზადება დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის.
  • Nexia TA ქსელის წარმომადგენლებთან და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე.
  • საკონსულტაციო დეპარტამენტის პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება პოტენციურ კლიენტებთან.

 

სტაჟირების კანდიდატისთვის გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის სტუდენტი (II, III –IV კურსი) სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებისა და სხვა შესაბამის დარგების განხრით;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power Point) მაღალ დონეზე ცოდნა:

 

უნარ-ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე / CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected].   წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი საკონსულტაციო დეპარტამენტში", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

Message body empty