დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
27 დეკემბერი, 2019
ბოლო ვადა
27 იანვარი, 2020
კომპანია Nexia TA, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის Nexia International-ის წარმომადგენლობას საქართველოში.
„ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანტურ ადგილს ბუღალტერიის დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ლექციებზე ხელშეწყობით)
ფუნქციები და მოვალეობები:
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობა
- rs.ge - ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა;
- საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
- ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება
კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
- ეკონომიკური/ფინანსური განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- სასურველია რომელიმე ბუღალტრული პროგრამის ცოდნა.
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- სისწრაფე და ოპერატიულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობა
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - „სტაჟირება ბუღალტერიის დეპარტამენტში“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.