დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი
13 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა
13 მარტი, 2020
მაღაზიათა ქსელი ‘’ელვა მარკეტი’’ აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიაში.
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტებისთვის მორგებული
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
- ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
- სასაქონლო მარაგების პროგრამის შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- საბუღალტრო პროგრამის fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების, ექსელის და ვორდის ცოდნა.
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’ სტაჟირება ბუღალტერიაში".
გისურვებთ წარმატებას!