სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვაკანსია საერთაშორისო ურთიერთობები

დეპარტამენტი საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
გამოცხადების თარიღი 28 თებერვალი, 2019
ბოლო ვადა 31 მარტი, 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ# 9

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით

ანაზღაურება: 1 000 ლარიდან (დამოკიდებულია კონკურსანტის გამოცდილებაზე)


ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემდეგი აქტივობების განხორციელება;
  • პარტნიორ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარება;
  • არსებული თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო მობილობის ორგანიზება;
  • ერთობლივი საერთაშორისო პროექტების (ERASMUS + და სხვა) ადმინისტრირება; 
  • საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება;
  • საერთაშორისო მივლინებების ორგანიზება;
  • საერთაშორისო მივლინებებსა და საქმიანი ვიზიტების განხორციელება;
  • წერითი და/ან ზეპირი თარგმანის შესრულება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით. 
    -

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება. საზღვარგარეთ ან/და საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და ქართული ენების მაღალ დონეზე ფლობა (რუსული ენის ფლობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად);
  • საქმიანი კომუნიკაციის მაღალ დონეზე წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
  • ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Microsoft Word, Powerpoint და ინფორმაციის მოძიება);
  • უმაღლესი განათლების სისტემის (როგორც საქართველოს, ასევე ევროპული საგანმანათლებლო სისტემების) შესახებ ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგრანტო პროექტებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

პიროვნული თვისებები

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.


განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
1. რეზიუმეს / CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი და უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების გამოწმევების ხედვა


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის    31 მარტი.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. 

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი და სწრაფად განვითარებადი ორგანიზაციაა.

ჩვენ ვუქმნით საუკეთესო გარემოს შედეგზე ორიენტირებულ და ინიციატივიან პროფესიონალებს.

სეუში მუშაობის დაწყების შემთვევაში თქვენ მოხვდებით საინტერესო და კოლეგიალურ ატმოსფეროში. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯმენტი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების სამუშაო გარემოს სრულყოფაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty