სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კარიერული განვითარების ცენტრის მენეჯერი

დეპარტამენტი კარიერული განვითარების ცენტრი
გამოცხადების თარიღი 12 ივლისი, 2018
ბოლო ვადა 17 აგვისტო, 2018

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას კარიერული განვითარების ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე (აღნიშნული სამსახური ექვემდებარება დამსაქმებლებთან,  სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტს)

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთით

ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუდენტებთან/კურსდამთავრებულებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათი პროფესიული ინტერესების, შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის სტრუქტურირება;
  • სტუდენტების ინდივიდუალური პროფაილების შექმნა;
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის კვლევა და მათი პროფაილიდან გამომდინარე შესაბამისი ვაკანსიების/რეკომენდაციების გაზიარება;
  • ტრენინგების/ვორქშოფების/დასაქმების ფორუმების ორგანიზება, რომლებიც სტუდენტებს დაეხმარებათ სამუშაოს ძიების პროცესში;
  • უნივერსიტეტის LinkedIn -ზე კარიერის გვერდის განვითარება;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • პროფესიული ცოდნა / გამოცდილება:
  • სასურველია ანალოგიურ  ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
  • პროექტების მართვა ;
  • ინფორმაციული სისტემების და მონაცემთა ბაზების მართვა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები

 

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • შესაძლებლობებზე ორიენტირება;
  • კეთილგანწყობა;
  • კონფიდენციალობა.

 

ენები:

  • ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი (ლიტერატურული ნორმების შესაბამისად);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.


განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]


1. რეზიუმეს / CV (ფოტოთი);
2. სამოტივაციო წერილი.


გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.


განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 17 აგვისტო.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge

Message body empty