დეპარტამენტი
დეკანატი
გამოცხადების თარიღი
18 ივლისი, 2018
ბოლო ვადა
19 სექტემბერი, 2018
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- ფაკულტეტის პრესტიჟზე, მის პრეზენტირებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური კორპუსის მოზიდვაზე ზრუნვა;
- ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში პროგრამის ხელმძღვანელთა და აკადემიური/მოწვეული პერსონალის მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
- შეხვედრების გამართვა სტუდენტებთან, შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;
- გამოცდების შედეგების მითითებულ ვადებში მონაცემთა ბაზაში განთავსების მონიტორინგი;
- სტუდენტების პრაქტიკის გავლის პროცესის და პრაქტიკული გამოცდილების აღიარების ორგანიზება პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
- სტუდენტების სამეცნიერო (საბაკალავრო და სამაგისტრო) ნაშრომების თემატიკის შეთანხმებისა და კვლევით ნაშრომზე მუშაობის პროცესის ორგანიზება;
- უზრუნველყოფს საფაკულტეტო კომისიების (საკონკურსო, კვალიფიკაციის მინიჭების, საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებისა და პრაქტიკის დაცვის) შექმნას და ხელმძღვანელობს კომისიების მუშაობას;
- პერიოდული ანგარიშების მომზადება ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარის და სასწავლო რეგულაციების შესრულების თაობაზე;
- საგრანტო კონკურსებში ფაკულტეტის პერსონალის მონაწილეობის/ჩართულობის ორგანიზება;
- სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე ზრუნვა, უნივერსიტეტიდან თუ გარეშე დონორებიდან;
- ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება;
- ფაკულტეტის ფარგლებში აკადემიური საქმიანობის მონიტორინგი;
- უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ყოველწლიური თვითშეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მედიცინის მიმართულებით.
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
- საქმიანი კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც ზეპირად, ასევე წერილობით);
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS office: word, excel, power point ).
პიროვნული თვისებები
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- მოწესრიგებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტურად მუშაობის უნარი როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.
განცხადების წარდგენის პროცესი:
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
1.რეზიუმე/CV
2.დიპლომის ასლი
3.სამოტივაციო წერილი
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.seu.edu.ge