სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველად საქართველოში - წარმატებულ აბიტურიენტთა საზაფხულო სკოლა

16 აგვისტო, 2017
  • 10 -14 აგვისტოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში" წარმატებულ აბიტურიენტებს საზაფხულო სკოლის ფარგლებში საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ლექციები, მონაწილეობა მიეღოთ ტრენინგებსა და სემინარებში სეუ-ს ყველა სპეციალობის პროგრამების ყველაზე საინტერესო თემებზე. ასევე ჩართულები იყვნენ გასართობ სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

  • ტრენინგებს უძღვებოდნენ: 

  • გურამ შეროზია - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, ISET ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი. 

  • ლევან დუნდუა - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, Mentor.com.ge ონლაინ სასწავლო კურსების პროგრამის მენტორი, შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების და დანერგვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

  • ლაშა ხოჯანაშვილი - SEU-ს ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კვლევისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი.

  • გიორგი კიკნაველიძე - SEU-ს მოწვეული პროფესორი, საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორი.
Message body empty