25 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ჩაატარებენ ღონისძიებას თემაზე: „ხელოვნების ფსიქოლოგიის პიროვნული და სოციალური ასპექტები“.
ღონისძიების ფარგლებში, განხილული იქნება ხელოვნების ფსიქოლოგიის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
ხელოვნების არსი და დანიშნულება;
ხელოვნების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე;
სიმბოლოები ხელოვნებაში;
ფსიქოანალიზი და ხელოვნება;
ხელოვნების როლი საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნებაში;
არტ-თერაპიის როლი და დანიშნულება.
დასაწყისი - 15:00 საათი.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მაგისტრანტთა შემოქმედება ფერწერასა და პოეზიაში.
თუ გსურთ დასწრება გთხოვთ, 21 მარტის ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე:https://docs.google.com/forms/d/1UVB-o8hc-9pSPvSrLrN4P8gm_CT-XlRgAfnUj6ebE-A/edit?pli=1
ღონისძიება ჩატარდება სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ინიციატივით, ასევე კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით