სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საბაკალავრო პროგრამები

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

სეუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მართვის ფაკულტეტის თითოეული პროგრამა შემუშავებულია თანამედროვე განათლების სტანდარტებისა და გამოწვევების შესაბამისად. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აერთიანებს 5 ძირითადი სპეციალობის საბაკალავრო პროგრამას.

თითოეული პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს სფეროსათვის შესაბამისი განათლების მქონე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელსაც მმართველობითი სფეროს უკანასკნელ მიღწევებზე დაფუძნებულ თეორიულ ცოდნასთან ერთად, გამომუშავებული ექნება თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებისთვის აქტუალური უნარ-ჩვევები ბაკალავრისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.

იურიდიული ფაკულტეტი

სეუ-ს იურიდიული ფაკულტეტი ახორციელებს სამართლის საბაკალავრო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კვალიფიციური და სამართლებრივი ღირებულების მქონე დარგის სპეციალისტის მომზადებას.

პროგრამა მიზნად ისახავს სფეროსათვის საჭირო ფუნდამენტური ცოდნის მქონე კომპეტენტუნარიანი პროფესიონალის მომზადებას. პროგრამა აქტუალურია, სპეციალურად შემუშავებული ახალი სასწავლო დისციპლინითა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებით.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამები შექმნილია შრომის ბაზრის თანამედროვე და აქტუალური გამოწვევების გათვალისწინებით და უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭებას შემდეგი ძირითადი სპეციალობებით:

თითოეული პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტმა მიიღოს ძირითადი სპეციალობის საფუძვლიანი ცოდნა. ასევე, თავისი ინდივიდუალური ინტერესების, შესაბამისად შეისწავლოს მისი პროფესიისთვის საინტერესო ქვემიმართულება პროგრამების არჩევით ბლოკებში.

Message body empty