სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კონცენტრაციებით: კლინიკური ფსიქოლოგია

  • სოციალური ფსიქოლოგია
  • შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია
  • განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია


კონცენტრაციის სწავლის შედეგები

I.კლინიკური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
I.I იცნობს მდგრად, დეზადაპტირებად მდგომარეობათა აღმოცენების მექანიზმებსა და კანონზომიერებებს, ერკვევა კლინიკური ფსიქოლოგიის ამოცანებში, ასახელებს ფსიქოკორექციულ ზემოქმედებათა ფორმებს.

I.II აანალიზებს თავის ტვინის სხვადასხვა სისტემის როლს ადამიანის ქცევაში, ნეიროფსიქოლოგიურ სინდრომებს, რომლებიც ამ ორგანოს კონკრეტული უბნის დაზიანებასთან არის დაკავშირებული.

I.III იცნობს სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტების/ტესტების საბაზისო პრინციპებს, ფსიქოდიაგნოსტიკურ მეთოდოლოგიას,აღწერს ადამიან-პიროვნებას გენერალიზებული ფსიქოლოგიური მოდელის ფარგლებში, არჩევს შესაბამის დიაგნოსტიკურ ცვლადებს და მათ საკვლევ მეთოდებს.

I.IV აფასებს ფსიქოლოგიური დაწესებულების ბენეფიციართა მდგომარეობის შეფასების, ინტერვენციის შერჩევისა და განხორციელების პროცესში გამოყენებული მიდგომების პრაქტიკულ განხორციელებას, მეთვალყურეობის ქვეშ უზრუნველყოფს პრაქტიკოსი ფსიქოლოგის მხარდაჭერას თერაპიის პროცესში.

II სოციალური ფსიქოლოგიის კონცენტრაცია
II.I განსაზღვრავს სოციალური ურთიერთობების ფორმირების თავისებურებებს, აღწერს ადამიანთა ქცევისა და მოქმედების კანონზომიერებებს, რომლებიც განპირობებულია მათი სოციალურ ჯგუფებთან მიკუთვნებულობით.

II.II ახასიათებს პიროვნებაათშორისი, პიროვნებისა და ჯგუფის, როგორც ურთიერთობათა სისტემის, ჯგუფთა სოციალური ურთიერთქმედებისთვის დამახასიათებელ ფსიქოლოგიურ პროცესებსა და კანონზომიერებებს.

II.III ანსხვავებს სოციალური გავლენის სახეებს და აღწერს გავლენის ხერხებს;

II.IV უზრუნველყოფს პრაქტიკოსი ფსიქოლოგის მხარდაჭერას სოციალურ ფსიქოლოგიური დიაგნოსტირებისა და სოციალური უნარების ტრენინგის პროცესში.

 

III შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

III.I აფასებს ორგანიზაციას, როგორც ჯგუფის სტრუქტურას, სხვადასხვა თეორიულ მიდგომათა და ორგანიზაციის შესახებ თეორიულ მოდელთა საფუძველზე. იცნობს ჯგუფის ფორმირების კანონზომიერებებს, მის სტრუქტურას, შრომითი ჯგუფების განვითარებასა და დინამიკას.

III.II უსადაგებს ფსიქოლოგიურ მეთოდიკას ორგანიზაციული ანალიზის, დაგეგმვისა და მართვის, აქტუალურ პრობლემატიკას.

III.III კონკრეტული ორგანიზაციის თავისებურების დონის, ჯგუფის დინამიკისა და თავისებურებათა გათვალისწინებით ახდენს ორგანიზაციული პრობლემების იდენტიფიკაციას და სახავს განვითარების გზებს.

III.IV ირჩევს პერსონალის შერჩევის, შეფასებისა და განვითარების მეთოდებს.

უსადაგებს ორგანიზაციულ პრობლემათა ანალიზს, დაგეგმვასა და მართვის კანონზომიერებებს აქტუალურ პრობლემაქტიკას.

IV განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგიის კონცენტრაცია

IV.I. იცნობს განათლების პროცესების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, როგორც კოგნიტური, ასევე ქცევითი მახასიათებლებით; განსაზღვრავს პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებს ინტელექტსა და კოგნიტურ განვითარებაში, მოტივაციისა და გავლენის, თვითშეფასებისა და თვითრეგულაციის კუთხით; ახდენს ამ ფაქტორთა როლის იდენტიფიცირებას განათლების - როგორც აღზრდისა და სწავლის მიზანმიმართულ, ორგანიზებულ და გაზომვად პროცესში - სხვადასხვა ასაკობრივ და საგანმანათლებლო საფეხურზე.

IV.II. აანალიზებს განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების, განვითარების დარღვევების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებსა და დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

IV.III. ერკვევა ანამნეზის შეკრების და ინტერვიუირების პრინციპებში, გეგმავს და მხარს უჭერს ბავშვის ფუნქციური და აკადემიური უნარ-ჩვევების ფორმირების პროცესს.

Message body empty