ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებს და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი და ეკონომიკა
- ტურიზმი
- სამართალი
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- ჯანდაცვა/მედიცინა
- მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
- ინჟინერია და ინფორმატიკა
- კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
- აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
- ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.
- მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები. მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
- მოხდება ნაშრომების რეფერირება, ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.
- საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში.
- კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
- კონფერენციაზე რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
- საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 13 იანვრისა.
- განსაზღვრული ვადების დაღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.
- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N17
- კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 16 თებერვალი
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]