სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სოციალურ მეცნიერებათა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი

23 აგვისტო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს

2018 წლის 09 – 11 თებერვალი

 

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის DERGİ KARADENİZ ეგიდით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუში გაიმართება სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო სიმპოზიუმი 

სიმპოზიუმის გახსნა, პლენარული და პანელური სხდომები გაიმართება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში 2018 წლის 9 და 10 თებერვალს. 

სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც თეზისების, ასევე მოხსენების სრული ტექსტის წარმოდგენით. 

სოციალურ მეცნიერებათა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ღიაა სოციალურ მეცნიერებათა სფეროდან წარმოდგენილ მაღალი ხარისხის აკადემიური ნაშრომებისთვის. სიმპოზიუმის მიზანია, დისციპლინთაშორისი აკადემიური თანამშრომლობის განხორციელება, საერთაშორისო დონეზე მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება, საკითხისადმი განხვავებული მიდგომების დემონსტრირება, კვლევის მეთოდების გაღრმავებისკენ მიმართული ხედვების გაზიარება.

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენებების თეზისები გამოიცემა კრებულის სახით. ხოლო, სრული მოხსენებები, რედკოლეგიის მხრიდან რედაქტირების და თანხმობის შემთხვევაში, დაიბეჭდება „დერგი ქარადენიზ“-ის (DERGİ KARADENİZ) 2018 წლის სპეციალურ ნომერში

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი DERGİ KARADENİZ ინდექსირებადია Tübitak/ULAKBİM TR, Index Copernicus (IC), Central and Eastern European Online Library (CEEOL), Ulrich’s Web (UPD), Modern Language Association of America (MLA), Proquest ve ASOS Index მიერ.


მოხსენებები შეიძლება იყოს წარმოდგენილი შემდეგ სფეროებში: ანთროპოლოგია, დასავლური ენები და ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, გეოგრაფია, თანამედროვე თურქული ენები და ლიტერატურა, ენათმეცნიერება, განათლება, ეკონომიკა, ფილოსოფია, ფინანსები, ჟურნალისტიკა და მედია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამართალი, დაწყებითი განათლება, უმაღლესი განათლება, მენეჯმენტი, გენდერი, მართვა, საჯარო მმართველობა, შედარებითი ლიტერატურა, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, ფინანსები, მუზეუმთმცოდნეობა, მუსიკა, სასკოლო განათლება, კინოხელოვნება, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციალური მომსახურება, სოციოლოგია, სპორტი, ისტორია, ტურიზმი, თურქული ენა და ლიტერატურა, თურქული ფოლკლორი, თურქული ენის სწავლება, საერთაშორისო ურთიერთობები და სოციალურ მეცნიერებათა სხვა სფეროები.

სიმპოზიუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მეცნიერებს. სიმპოზიუმის ენებია: თურქული, ქართული, ინგლისური, რუსული.

 

სამეცნიერო ნაშრომები მიიღება მისამართზე: [email protected]   

Message body empty