არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო თანამშრომლობა

პარტნიორი უნივერსიტეტები

ტურიბას უნივერსიტეტი

მემორანდუმის თარიღი: 9 ივლისი, 2018

ვებ გვერდი: www.turiba.lv/en/augstskola/about-turiba/12/

ტურიბას ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა ყველაზე ფართომასშტაბიანი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბალტიისპირეთში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: მარკეტინგი და გაყიდვები, ფინანსები, სამართალი,საერთაშორისო ტურიზმი და კომუნიკაცია.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს და ტურიბას ბიზნეს ადმინისტრირების სკოლას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს შემდეგს:

• გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის.
• თანამშრომლობას და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას საგანმანათლებლო პროგრამების განვიტარების მიმართულებით.

ლაზარსკის უნივერსიტეტი

მემორანდუმის თარიღი: 16 აგვისტო, 2018

ვებ გვერდი: www.lazarski.pl/en/

ლაზარსკის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო კერძო პოლონურ უნივერსიტეტი ევროპის საგანმანათლებლო კომისიის შეფასების თანახმად. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სამართლის, ეკონომიკის, მენეჯმენტის და მედიცინის ფაკულტეტებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლაზარსკის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის ითვალისწინებს შემდეგს:

• აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები;
• ხელშემწყობი პირობების შექმნა ორმხრივი საგანმანათლებლო კვლევების მიზნით;
• სტუდენტური გაცვლითი პროგრამები საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;
• სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ორგანიზება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის;

კარლოუს უნივერსიტეტი

მემორანდუმის თარიღი: 16 აგვისტო, 2018

ვებ გვერდი: www.itcarlow.ie/

ITCARLOW არის ირლანდიის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ინსტიტუტი, 50 000 კურსდამთავრებულითა და 30-ზე მეტი საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ITCARLOW-ს ინსტიტუტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს შორის ითვალისწინებს შემდეგს:

• ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები;
• კვლევითი და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები;
• ისევე როგორც მოკლე, გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის;
• გაცვლითი პროგრამები აკადემიური პერსონალისათვის.

საერთაშორისო თანამშრომლობა