სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პროგრამის მიზანი

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის და მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობები აქტუალობიდან გამომდინარე, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიზანი შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ მიზნებს და მიმართულია ჰუმანიზმის, დემოკრატიის იდეალებისა და ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნის შეთავაზებისკენ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და ეროვნულ კულტურულ ცნობიერების დამკვიდრებისკენ. პროგრამის მიზანი ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და რეალურად მიღწევადია; პროგრამის სასწავლო კომპონენტების (საუნივერისტეტო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის, სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული მიზნების მიღწევას და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით დასახული მიზნების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის სათანადო დონით. ასევე პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, იკვეთება კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების შესაძლებლობები, მათი დასაქმებულობა, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ტურიზმში, პიროვნული განვითარება, დემოკრატიულობა, მოქალაქეობრივი ღირებულებები.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და დემოკრატიულ-ჰუმანურ ფასეულობებზე ორიენტირებული ბაკალავრების მომზადება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ტურიზმის სპეციალობით, რომელთაც ექნებათ თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაში საქმიანობისთვის შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ბიზნესის სისტემასა და ბიზნესის ადმინისტრირების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რათა გააცნობიერონ და შემოქმედებითად გაიაზრონ ბიზნესსა და ბაზარს შორის ურთიერთკავშირის დიალექტიკა, იცოდნენ ტურიზმის კატეგორიები, ფორმები და სახეები და ტურისტული ტერმინოლოგია, გარკევულნი იყვნენ ტურისტული ინდუსტრიის სტრუქტურაში, მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებში; გაიზრონ ტურისტული ინდუსტრიის როლი და მნიშვნელობა, როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ ასპექტში; რათა იცოდნენ ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის, ტურისტული საწარმოების მართვის საკითხები, შეძლონ ტურიზმის სფეროში მოღვაწეობა და კონკურენტუნარიან სპეციალისტებად ჩამოყალიბება, შეიძინონ პროფესიული კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენცია.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის აქტუალურობა გამოწვეულია საზოგადოებაში ტურიზმის დარგისადმი დიდი ინტერესით. ქვეყნის კანონში ტურიზმისა და კურორტების შესახებ სახელმწიფო აღიარებს ტურიზმს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. იგი ხელს უწყობს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და გვევლინება დადებით ფაქტორად, რომელიც ხელს უწყობს ხალხთა შორის ნდობას და პატივისცემის უფრო მაღალი საფეხურის მიღწევასა და ურთიერთშემეცნებას. ტურიზმის სფეროს აქტუალურობა მდგომარეობს ქვეყანათაშორისი მშვიდობისა და ურთიერთგაგების ძირითადი ფაქტორის სტატუსის არსებობაში, მსოფლიო ვაჭრობისა და სახელმწიფოთაშორისი კულტურული კავშირების დამყარების საკითხში. ტურიზმს გააჩნია დიდი პოტენციალი გახდეს ახალი ეკოლოგიური მსოფლმხედველობის ფორმირებაში წამყვანი როლის შემსრულებელი, რომელსაც გააჩნია მასობრივი ხასიათი და რომელიც ყველა სახის ჯგუფებს მოიაზრებს (ასაკობრივს, განათლების სხვადასხვა დონის, პროფესიული ნიშნით და სხვ.).

მსოფლიოში ტურიზმი არის დინამიურად განვითარებადი ეკონომიკის დარგი და შემოსავლების წყარო ყველა სახის ბიუჯეტისთვის. იგი ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას და წარმოადგენს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოქმედ ფაქტორს. თანამედროვე ტურიზმის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისისა, აღინიშნება შიდა ტურისიტული ნაკადების ზრდა. ტურისტული ბაზრის განვითარების ძირითადი ტენდენციებია: რეგიონალური განვითარების გაძლიერება, ახალი ტურისტული ცენტრების გახსნა საქართველოს ტურისტულ ბაზარზე, ინტერნეტ-გაყიდვების განვითარება, MICE-ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება. ზემოანიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა.

Message body empty