სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საგამოცდო ცენტრი

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის დაქვემდებარებაშია საგამოცდო ცენტრი, რომლის კომპეტენციაში შედის:

  • პროფესორ-მასწავლებლების მიერ ტესტების დროული მოწოდების ორგანიზება;
  • წერითი გამოცდების ტესტების ტექნიკური გასწორება, რაოდენობის განსაზღვრა  და სტამბისთვის მიწოდება, დაბეჭდილი ტესტების დალაგება და გამოცდებზე გასაშვებად გამზადება;
  • კომპიუტერზე ჩასაბარებელი ტესტების გადაცემა  ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისთვის;
  • გამოცდების ორგანიზებულად ჩატარება, გამოცდებზე გასაშვები  დამკვირვებლების გამოძახება და ტრენინგი;
  • გამოცდების მონიტორინგი საგამოცდო პროცესის დროს, დასრულებული საგამოცდო ტესტების მოგროვება, დახარისხება და ლექტორებისათვის გადაცემა, პროფესორ-მასწავლებელთა ინფორმირება, საგამოცდო ქულების ბაზაში ასახვის ვადებთან დაკავშირებით;
  • შუალედური  და ფინალური გამოცდების გადაბარებების მომზადება და შესრულება;
  • კურსდამთავრებულთა სიების გადაცემა სტამბისათვის, რიდერების გადამოწმება, დამზადებული დიპლომების გადამოწმება, რეგისტრაციაში გატარება, დიპლომებზე ფაკულტეტის დეკანებისა და რექტორის ხელმოწერის უზრუნველყოფა,  დიპლომების გაცემა, დიპლომების დანართების მომზადება და გაცემა.

საგამოცდო ცენტრის უფროსი

  • საგამოცდო ცენტრს  (შემდგომში - ცენტრი) ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • ცენტრის უფროსი  ანგარიშვალდებულია სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის    წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • ცენტრის  უფროსის ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty