სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახური

საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის კომპეტენციაში შედის:

  • უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შექმნილი დოკუმენტაციის დამუშავება, უნივერსიტეტის ოფიციალული მიმოწერის ფორმების გამოყენებით;
  • დოკუმენტბრუნვის ვადების დაცვის მონიტორინგი;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის ადმინისტრირება და მართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში საჭირო ინფორმაციის ასახვა;
  • სტუდენტის სტატუსის ცვლილების (შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის) შესახებ გამოცემული ბრძანებების უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ჩანაწერების სისწორის მონიტორინგი;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში დაფიქსირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოება და ცნობების გაცემა;
  • მობილობის პროცესთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვა;
  • სტუდენტთა სტატუსის ცვლილებაზე განცხადებების განხილვა და რეაგირება;
  • სტუდენტთა სტატუსის ცვლილება უნივერსიტეტის შიდა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში და უმაღლესი   საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში;
  • უნივერსიტეტის ოფიციალური ელ.ფოსტის მართვა.

საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის უფროსი

  • საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურს (შემდგომში-სამსახური) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  რექტორი.
  • სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია   ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე და ასრულებს მის მიერ კანონისა და ამ დებულების   საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.
  • სამსახურის უფროსის  ფუნქციები განსაზღვრულია სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად.
 

Message body empty