სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური.

სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს კარიერული განვითარების საშუალებას აძლევენ SEU-ს პარტნიორი ორგანიზაციები, როგორც საჯარო ასევე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მუდმივად ხელმისაწვდომია ტრენინგები, ვორქშოფები, საჯარო ლექციები, დასაქმების ფორუმები, ინდივიდუალური კონსულტაციები, სიახლეები მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და სხვა ხელშემწყობი აქტივობები. კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური მხარს უჭერს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მათთვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კონტაქტების მოპოვებაში, რაც შემდგომში ამარტივებს მათთვის სასურველი სამუშაოს ძიების პროცესს.

სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს კონსულტაციით შეუძლია ისარგებლოს კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურში. როგორც პირადი შეხვედრით, ასევე ელექტრონულ ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით.

საკონტაქტო ნომერი: 032 2 90 00 00 (27)

საკონსულტაციო საათები:

ორშაბათი-პარასკევი - 15:00სთ - 17:00 სთ

ელ-ფოსტა: [email protected]

ახალი კამპუსი, ოთახი 2-10

ვაკანსიებისტაჟირებაკარიერული სიახლეებიშემოგვიერთდი Facebook გვერდზე

Message body empty