სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჟურნალისტიკა

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მიზნებია:


• მოამზადოს თანამედროვე მედია სტანდარტების შესაბამისი, თეორიული ცოდნისა და პროფესიული უნარების მქონე პრაქტიკოსი ჟურნალისტი, რომელსაც განუვითარდება ჟურნალისტური ხედვა და პროფესიული აზროვნება.

• სტუდენტს გააცნობიერებინოს მედიის როლი თანამედროვე საზოგადოებაში, ჟურნალისტური ეთიკისა და პასუხისმგებლობის საკითხები, შესძინოს ცოდნა პროფესიული სტანდარტების, ჟურნალისტიკის ფუნქციებისა და პრინციპების შესახებ.


• აკადემიური–სალექციო და პრაქტიკული კურსის სინთეზით, სტუდენტი დააუფლოს მედია სივრცეში კომუნიკაციის, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის პრინციპებს; დააოსტატოს პროფესიულ უნარებში იმგვარად, რომ შეუქმნას მას პროფესიულ სფეროში დასაქმებისა და განვითარების მყარი საფუძველი და სწავლების შემდეგ საფეხურზე გაგრძელების სურვილი.


• თანამედროვე მედიაბაზრისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური პრაქტიკოსი ჟურნალისტების მომზადება, რომელთაც ექნებათ სამოქალაქო ღირებულებათა ცოდნა და თანამედროვე მედიაინდუსტრიაში საქმიანობისთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარები, მუშაობისას დაეყრდნობიან პროფესიულ სტანდარტებს.

სწავლის შედეგები

• განსაზღვრავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის სპეციფიკას, აყალიბებს ჟურნალისტიკის ძირითად ცნებებს და ტერმინოლოგიას, ჟურნალისტიკის პრინციპებს, ფუნქციებს, აცნობიერებს სამოქალაქო ღირებულებებს და ეყრდნობა პროფესიულ სტანდარტებს.

• აცნობიერებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, პროფესიულ საქმიანობას აფასებს და ახორციელებს ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

• აცნობიერებს ქართული პუბლიცისტური აზროვნების განვითარების გზას, იყენებს თანამედროვე და ისტორიული მედიის, მედიაპროცესების კვლევის მეთოდებს ეფექტური ანალიზისთვის.

• მოიპოვებს, ახარისხებს და ობიექტურად განაზოგადებს ინფორმაციას, აცნობიერებს სიზუსტის დაცვისა და ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობას; ფოკუსირებს ინფორმაციული საბაბის მქონე ფაქტებზე, აქტუალური პრობლემების ჟურნალისტურ ფაქტად წარმოჩენაზე.

• აშუქებს ინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმით – ქმნის მულტიმედია პროდუქტს.

• ფლობს პრაქტიკოსი ჟურნალისტისთვის აუცილებელი პროფესიული წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურას; განსაზღვრავს ინფორმაციის აქტუალობას, მიჯნავს ფაქტსა და კომენტარს.

• ქმნის მედია–ტექსტს პროფესიული ამოცანების შესაბამისად – ფაქტის, არგუმენტის, პრობლემის შეკავშირება; აყალიბებს პროცესების შესატყვის ანალიზსა და არგუმენტირებულ დასკვნას, ადგენს აქტუალური საკითხების გადაჭრის პრაქტიკულ გზებს.

• ფლობს რესპონდენტთან ეთიკური ურთიერთობის, წყაროსთან მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტელე–რადიო ჟურნალისტისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს: შეუძლია სტილისტურად გამართულად საუბარი (წერა), მუშაობს ტელეკამერებთან, ახდენს ეთერში მაყურებელთან კომუნიკაციას და ქმნის ტელე–რადიოპროდუქტს სამონტაჟო პროგრამებით.

• ფლობს დებატების, დასაბუთებული დასკვნების გამოტანის, თავისუფალი კომუნიკაციის, მასალის წარდგენის, ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის, იმპროვიზაციის, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.

• აცნობიერებს ფოტოჟურნალისტიკის სახელოვნებო ასპექტებს და მედიატექსტის ვიზუალიზების პერსპექტივებს. ფოტოს მეშვეობით ქმნის ჟურნალისტურ პროდუქტს, აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა შინაარსის ჟურნალისტური მასალის ვიზუალიზაციის უნარი.

ჩარიცხვის პირობები

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) ან მასთან გათანაბრებული და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე და და გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას სეუ-ში.

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე


ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასაშვებია:

• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;


• უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;


• საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.


• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებული პირების პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით ჩაატაროს გასაუბრება და უზრუნველყოს აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომობა.

დასაქმების სფერო

ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პრაქტიკული საქმიანობის გაგრძელება მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ (გაზეთი, ჟურნალი), სამაუწყებლო (რადიო, ტელევიზია) საშუალებებში, ინტერნეტ-მედიაში, საინფორმაციო სააგენტოებში, სახელმწიფო თუ ბიზნესორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესსამსახურში, არასამთავრობო სექტორში, აგრეთვე, ნებისმიერ პოზიციაზე, სადაც ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მოეთხოვება.


იხილეთ ჟურნალისტიკის პროგრამა სრულად 

ზოგადი ინფორმაცია

ჟურნალისტიკა

Message body empty