სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჟურნალისტიკა

ჟურნალისტიკა

  • განსაზღვრავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის სპეციფიკას, აყალიბებს  ჟურნალისტიკის  ძირითად  ცნებებს  და  ტერმინოლოგიას,  ჟურნალისტიკის პრინციპებს,  ფუნქციებს, აცნობიერებს სამოქალაქო ღირებულებებს და ეყრდნობა პროფესიულ სტანდარტებს.
  • აცნობიერებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, პროფესიულ  საქმიანობას აფასებს და ახორციელებს ეთიკური და პროფესიული  სტანდარტების შესაბამისად.
  • აცნობიერებს ქართული პუბლიცისტური აზროვნების განვითარების გზას, იყენებს თანამედროვე და ისტორიული მედიის, მედიაპროცესების კვლევის მეთოდებს ეფექტური  ანალიზისთვის.
  • მოიპოვებს, ახარისხებს და ობიექტურად განაზოგადებს ი14:41:47ნფორმაციას, აცნობიერებს სიზუსტის დაცვისა და ინფორმაციის გადამოწმების მნიშვნელობას; ფოკუსირებს ინფორმაციული საბაბის მქონე ფაქტებზე, აქტუალური პრობლემების ჟურნალისტურ ფაქტად  წარმოჩენაზე.
  • აშუქებს  ინფორმაციას სხვადასხვა პლატფორმით  – ქმნის მულტიმედია პროდუქტს.
  • ფლობს პრაქტიკოსი ჟურნალისტისთვის აუცილებელი პროფესიული წერისა და ზეპირი მეტყველების კულტურას; განსაზღვრავს  ინფორმაციის აქტუალობას, მიჯნავს ფაქტსა და კომენტარს.
  • ქმნის მედია–ტექსტს  პროფესიული  ამოცანების  შესაბამისად – ფაქტის, არგუმენტის, პრობლემის შეკავშირება; აყალიბებს  პროცესების  შესატყვის  ანალიზსა და არგუმენტირებულ დასკვნას, ადგენს აქტუალური  საკითხების  გადაჭრის  პრაქტიკულ  გზებს.
  • ფლობს რესპონდენტთან ეთიკური ურთიერთობის, წყაროსთას მუშაობის უნარ-ჩვევებს. ტელე–რადიო  ჟურნალისტისთვის  საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს: შეუძლია სტილისტურად გამართულად საუბარი (წერა), მუშაობს ტელეკამერებთან, ახდენს ეთერში მაყურებელთან კომუნიკაციას და ქმნის ტელე–რადიოპროდუქტს სამონტაჟო  პროგრამებით.
  • ფლობს დებატების, დასაბუთებული დასკვნების გამოტანის, თავისუფალი კომუნიკაციის, მასალის წარდგენის, ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტაციის, იმპროვიზაციის,  ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარებს.
  • აცნობიერებს ფოტოჟურნალისტიკის სახელოვნებო ასპექტებს და მედიატექსტის ვიზუალიზების პერსპექტივებს. ფოტოს მეშვეობით ქმნის  ჟურნალისტურ  პროდუქტს, აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა შინაარსის  ჟურნალისტური მასალის ვიზუალიზაციის უნარი.

ჟურნალისტიკა

Message body empty