არ მსურს გამოწერა

საერთაშორისო ურთიერთობები

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

სეუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი კომპეტენციის საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკურად განათლებული, საზოგადოებრივად მოაზროვნე და აქტიური მოქალაქეების მომზადებას. შეისწავლოს სტუდენტებს, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული უახლესი მიმდინარეობები. შეუქმნას წარმოდგენა საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებსა და უსაფრთხოების პრობლემებზე. გამოუმუშავოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზის, შეფასებისა და მასთან დაკავშირებით ლოგიკური მსჯელობის უნარი; საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, ანალიზის მსჯელობის, დასაბუთების აუცილებელი უნარები. ჩამოუყალიბოს სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარ-ჩვევა. საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი. შეასწავლოს დიპლომატიური და საკონსულო სამსახურების მუშაობის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები; გამოუმუშავოს მშობლიურ და უცხო ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული) ინფორმაციის მოძიებისა და ნებისმიერი ფორმით კომუნიკაციის უნარ-ჩვევა; პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მოამზადებენ საბაკალავრო ნაშრომს, რომელშიც ასახული იქნება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიღებული თეორიული ცოდნა.

ზოგადი ინფორმაცია