სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა



ცოდნა და გაცნობიერება

მაგისტრანტს აქვს არჩეული სამართლის დარგის/დარგების ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც აძლევს დასმული კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ახლებური ხედვის ფორმირების შესაძლებლობას. გაცნობიერებული აქვს არჩეული სამართლის დარგს/დარგებს მიკუთვნებული საკითხების გადაჭრის გზები;
იცის სამართლებრივი კვლევის მეთოდოლოგია და სამართლებრივი სამეცნიერო ნაშრომის წერის სტანდარტები;
იცნობს არჩეულ (გერმანული, ფრანგული, ინგლისურ-ამერიკული, პოსტსაბჭოთა ქვეყნების) სამართლის სისტემის თავისებურებებს, აცნობიერებს შესაბამისი სამართლებრივი სისტემის კულტურას;
გააჩნია ვიწროდ სპეციალიზებული ცოდნა, რომლის გარკვეული ნაწილი ცოდნის მოწინავე პლანზეა სამუშაო ან სასწავლო დარგში, როგორც ორიგინალური აზროვნების და/ან კვლევის საფუძველი.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

შეუძლია მიღებული ცოდნის კრიტიკული გაცნობიერება და პრაქტიკული იმპლემენტაცია დარგში და სხვადასხვა დარგთაშორის მიჯნაზე;
მიღებული თეორიული ცოდნის, მართვის, კვლევის, ქცევისა და განმარტების უახლესი მეთოდების გამოყენებით შეუძლია სამართლებრივი პრობლემების კომპლექსური შეფასება, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის ორიგინალური გზების შემუშავება. აქტუალური მეთოდოლოგიის გამოყენებით, დამოუკიდებელი სამართლებრივი კვლევის განხორციელება შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით, სამართლებრივი პრობლემების მრავალმხრივი ანალიზი, იურიდიულ სისტემაში ცვლილებათა დინამიკის ანალიზი, პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარება და იურიდიული ფორმებით არგუმენტირება;
შეუძლია სამართლის სწავლების უნარ-ჩვევების გამოყენება, სამართლის დარგის აქტუალური საკითხების სასწავლო მასალად ფორმირება.

დასკვნის უნარი

ახლებური საკანონმდებლო მოწესრიგების, სასამართლო პრაქტიკისა და/ან მეცნიერული მიდგომების პირობებში შეუძლია ცვლილების ანალიზი და გამომდინარე შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბება.
სამაგისტრო ნაშრომის შესრულებისას განხორციელებული კვლევისა და საკვლევი საკითხისა თუ პრობლემის სირთულიდან გამომდინარე სტუდენტს ჩამოყალიბებული აქვს დასკვნის დამოუკიდებლად გაკეთებისა და დაცვის უნარი.
ინტერდისციპლინური კვლევითი ნაშრომის შესრულებისას სტუდენტს გამოუმუშავდება უნარი დააკავშიროს ერთი დარგი მეორეს და განივითაროს დარგთაშორისი პრობლემების კვლევის, შეფასებისა და დასკვნის უნარი.

კომუნიკაციის უნარი

შეუძლია აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებას წერილობითი და ზეპირი ფორმით მშობლიურ და უცხოურ ენებზე გადასცეს საკუთარი, დასაბუთებული, სამართლებრივი დასკვნები და შესაბამისი არგუმენტები, ინოვაციური საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, აწარმოებს ეფექტურ კომუნიკაციას როგორც პროფესიულ, ისე არაიურიდიულ წრეებთან;
კურსდამთავრებულს აქვს კვალიფიციური იურისტისათვის აუცილებელი თვისებები, შეუძლია მჭერმეტყველების ხელოვნების გამოყენებით სასამართლო დარბაზში გამოსვლა თუ მოლაპარაკებების წარმოება, წარმოსათქმელი სიტყვის სწორად მომზადება, პროფესიული კამათის ეფექტურად და შედეგიანად წარმართვა; სამართლებრივი იდეებისა და დარგის ცოდნის მიწოდება აუდიტორიისათვის.

სწავლის უნარი

შეუძლია გამოიყენოს პრობლემათა გადაჭრის სპეციალიზებული უნარები, რომელიც საჭიროა კვლევაში და/ან ინოვაციაში, რათა შემუშავდეს ახალი ცოდნა და პროცედურები და მოხდეს სხვადასხვა დარგებიდან ცოდნის ინტეგრირება.
შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს სამართლის დარგის კვლევით-მეთოდოლოგიური, თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზი; გაიფართოოს ცოდნა სამართლის სფეროს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით, პირველადი წყაროების, ნორმატიული ბაზის, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის მეშვეობით.
კლინიკაში მუშაობის შედეგად - სამართლის ინსტიტუტის ონკრეტულ პრაქტიკულ შემთხვევაში ასახვის ანალიზის საფუძველზე უვითარდება გამოცდილებითი სწავლის უნარი

ღირებულებები

მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების უზრუნველსაყოფად შეუძლია არსებული სამართლებრივი ღირებულებების ანალიზი და შეფასება;
შეუძლია საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეიტანოს ახალი ღირებულებების ფორმირებაში;
შეუძლია თითოეული დებულების განხილვა არა სამართლის სისტემის ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად და სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად, არამედ მხარეთა ინტერესების სამართლიანად დაბალანსების კრიტერიუმთან ერთად.
აცნობიერებს სამართლის მეცნიერების კავშირს სხვა დარგებთან და პროფესიული საქმიანობის პროცესში მოქმედებს სამართლის სფეროს საზოგადოებრივი ამოცანის გათვალისწინებით.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

Message body empty