არ მსურს გამოწერა

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანი

სეუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეკონომიკური და ბიზნეს პროცესების გაანალიზების ფართო თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე პროფესიონალების ჩამოყალიბებას. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლება დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და იქნება კონკურენტუნარიანი, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრებზე.

პროგრამა ორიენტირებულია

პროგრამა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტმა შეიძინოს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის თეორიებისა და პრინციპების შესახებ, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს მას, გააანალიზოს მართვის პროცესის შემდეგი ოთხი ძირითადი ფუნქცია: დაგეგმვა, ორგანიზება, ლიდერობა და კონტროლი; კურსდამთავრებულს, შეეძლება გააანალიზოს ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენების ძირითადი პრინციპები და მეთოდები; ინფორმაციის გაანალიზების, შეფასების და ინტერპრეტაციის გზით შეძლებს დასაბუთებული ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებას; მიღებული საფუძვლიანი ცოდნის შესაბამისად შეეძლება გააანალიზოს, თუ რა გავლენას ახდენს ორგანიზაციებზე გლობალიზაციის პროცესი; მიიღებს რა ჯგუფური მუშაობის უნარებს, შეძლებს გამოიყენოს ის საერთო მიზნის მიღწევის პროცესში ეფექტური კომუნიკაციისათვის. განუვითარდება პროფესიულ და მორალურ ნორმებზე დაფუძნებული ღირებულებები, რომლებიც აამაღლებენ პასუხისმგებლობის გრძნობას, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ზოგადად, სოციალურ დონეზე.

პროგრამის გამოწვევა

პროგრამის გამოწვევას წარმოაგდგენს, უზრუნველყოს სტუდენტის მიერ ბიზნესის სფეროსთან დაკავშირებული ეთიკური პრინციპების გაანალიზება და მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. პრაქტიკაზე ორიენტირებული კურსები და შესაბამისი პროექტები სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს მისი ინტერპერსონალური კომუნიკაციები, პროფესიული დისკუსიის უნარი, პროექტებისა და დროის მენეჯმენტი; რაც მთავარია, პროგრამა მიზანად ისახავს სტუდენტის ჩართულობას რეალური ბიზნეს პროცესების გაანალიზებაში, რომელიც წარმოადგენს განათლებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პროფესიონალის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ პირობას. პროგრამა პასუხისმგებელია დაეხმაროს სტუდენტს მეწარმეობის უნარების გამომუშავებაში, რათა მოხდეს, მის მიერ, ბიზნეს იდეების განვითარება და რეალობაში გადატანა კონკურენტული ბიზნეს გარემოს გათვალისწინებით.

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)