სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსები

ფინანსები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული:

  • აცნობიერებს ეკონომიკურ გარემოს, დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს, შეუძლია ბიზნესგარემოს ანალიზი, ინდუსტრიის, კონკურენტებისა და მომხმარებლების ანალიზი.
  • იცნობს ბიზნეს ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე  ბიზნესის თავისებურებებსა და გამოწვევებს.
  • აცნობიერებს ფინანსების მიმართულების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს, როგორიცაა კორპორატიული ფინანსები, ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი; გადასასადები და აუდიტი.
  • ახდენს ბუღალტრული გატარებების წარმოებას; სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის მეთოდების იდენტიფიცირებას და განხვავებების აღმოჩენას.
  • აანალიზებს ბუღალტრული ბალანსის, მოგება-ზარალის უწყისის, ფულადი ნაკადების და კაპიტალის მოძრაობის შესახებ  ინფორმაციას.
  • ბუღალტრულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ახორციელებს ფინანსური ანგარიშგების კომპილაციას და ფინანსური აუდიტის დაგეგმვა-განხორციელებას, კანონის შესაბამისად განსაზღვრული მოთხოვნების ინდენტიფიცირებას საწარმოს კატეგორიის შესაბამისად.
  • იყენებს ფინანსური ანგარიშებისა და უწყისების ანალიზის და შეფასების მოდელებს, წარმოებისა და მომსახურე კომპანიის შიდა ფინანსური ინფორმაციას ხარჯთაღრიცხვის, დივიდენდების პოლიტიკის და სასესხო რესურსების მართვის, ბიუჯეტირებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის.
  • განასხვავებს კომპანიის ფინანსური ღირებულების შეფასების მეთოდებს,  კომპანიის ფასიანი ქაღალდების ფასის ზრდის ტენდენციებს. იყენებს ფინანსური ბაზრების ანალიზს, რისკების მართვას, კომპანიის  ფინანსური რესურსების სწორად წარმართვას.
  • იცნობს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს, აღწერს საგადასახადო რეფორმების მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, იყენებს საგადასახადო დეკლარაციების შევსების ელექტრონულ სისტემებს, ახდენს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას და ვალდებულებების განსაზღვრას.
  • ფინანსური მდგომარეობის შეფასების კოეფიციენტებზე დაყრდნობით ახდენს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას და რისკების განსაზღვრას, გეგმავს და ხელმძღვანელობს კომპანიის ფინანსურად სტრატეგიულ მიმართულებებებს,   საინვესტიციო და ფინანსური გადაწყვეტილებებებს;  კონტროლს უწევს ორგანიზაციის ბიუჯეტირების შესრულებას; ითვალისწინებს რისკის დაზღვევის მოწინავე ხერხებსა და მეთოდებს, იყენებს კაპიტალის სტრუქტუტირების ოპტიმალურ ვარიანტს და შეუძლია მათი პრაქტიკაში რეალიზაცია მითითებების შესაბამისად. 
Message body empty