სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU MSC 2021

29 ივნისი
Zoom.us

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციზე SEU MSC 2021 რეგისტრაცია დაიწყო!

მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით, 

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, მართვა;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • კონფერენციაში მონაწილემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2021 წლის 7 ივნისისა სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU MSC 2021
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით.
  • აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
  • მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
  • მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

კონფერენციის ვადები:

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2021 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2021 წლის 24 ივნისისა ელ. ფოსტაზე [email protected]
  • რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.

კონფერენციის ჩატარების თარიღი:

  • 2021 წლის 29 ივნისი, ონლაინ, Zoom ის პლატფორმა.
  • საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
  • კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია.
  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში.
Message body empty