სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

10 თებერვალი

10-11 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში, არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის“ ორგანიზებით  გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ევროპის მწვანე შეთანხმება და მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და ეკონომიკური ზეგავლენა საქართველოზე.“

„ევროპის მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal), რომელიც ევროკავშირის დეკარბონიზაციის უახლესი გეგმაა და 2050 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური ევროპული კონტინენტის შექმნას გულისხმობს. იგი არამხოლოდ კლიმატმეგობრული გარემოს შექმნის მცდელობაა, არამედ ეკო-აზროვნების სრულიად ახალი ევროპული წესრიგი, რომელსაც უდიდესი გავლენა ექნება მის სამეზობლო ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოზე. მეორე მხრივ, აღნიშნული პროცესები ემთხვევა საქართველოს საკანონმდებლო რეფორმას და სტაბილურ, საბაზრო ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული მარეგულირებელი გარემოს შექმნას, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ე.წ. „შეხედულებათა ცვლილების“ და პოლიტიკურ-საკანონმდებლო დაახლოებას ითვალისწინებს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მეთაურობით მსოფლიო საზოგადოება გააქტიურდა „COVID-19 აღდგენის გეგმის“ მაქსიმალური „გამწვანების“ თაობაზე, მწვანე შეთანხმების მექანიზმების სათანადო ანალიზმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია მიზნად ისახავს, სწორედ ამ საზოგადოებრივი ინტერესის სამეცნიერო დისკურსში გადატანას და ევროპის მწვანე შეთანხმების, ახლახან მიღებული ევროპის კლიმატის კანონის საქართველოზე გავლენების სამეცნიერო გააზრებას.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალს საქართველოსა და უცხო ქვეყნების ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლებიდან, დოქტორანტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს და დარგის ექსპერტებს.

საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს   სამეცნიერო ჟურნალის "სოციალურ მეცნიერებათა ვექტორების" სპეციალურ, კონფერენციისადმი მიძღვნილ ნომერში. აღნიშნული ჟურნალი ინდექსირებულია, რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში და ასევე, ხელმისაწვდომია Google Scholar - ისა და Sciencegate - ის საძიებო სისტემებში.

სარეგისტრაციო ინფორმაცია:

სამეცნიერო მოხსენების მოკლე აბსტრაქტის (200- 300 სიტყვა) წარმოდგენის ვადა ქართულ ან ინგლისურ ენაზე შესაბამის სარეგისტრაციო ბმულზე: https://rb.gy/latqxe - 2021 წლის 25 დეკემბერი;

  • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირების ვადა - 2021 წლის 31 დეკემბერი;
  • მოხსენების შინაარსის წარმოდგენის ბოლო ვადა - 2022 წლის 31 იანვარი;
  • სამეცნიერო კონფერენცია (ჰიბრიდულ რეჟიმში) – 2022 წლის 10-11 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაცია თავად პროექტისა და სამეცნიერო კონფერენციის შესახებ მოწოდებული იქნება შესაბამის ვადებში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს: ანი ცირეკიძე, [email protected]

იხილეთ სრულადAgenda Feb 10Agenda Feb 11

Message body empty