არ მსურს გამოწერა

უცხოელ სტუდენტთა მიღება

უცხოელ სტუდენტთა მიღება და მასთან დაკავშირებული პროცედურები

  სწავლის მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • აპლიკაციის ფორმა;
  • საშუალო სკოლის დამამთავრებელი ატესტატი;
  • საშუალო სკოლის ნიშნების ფურცელი;
  • პასპორტი;

ვიზა და ბინადრობის ნებართვა

საქართველოში ჩამოსვლამდე აუცილებელია სტუდენტმა მიიღოს D3  კატეგორიის  ვიზა, რისთვისაც საჭიროა   მიმართოს მისი  ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ  საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო დაწესებულებას.

96 ქვეყნის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან ეწვიონ საქართველოს 1 წლიანი ვადით. (ევროკავშირის წევრი, არაბეთის გაერთიანეული საამიროები, საუდის არაბეთი, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოები) დამატებითი ინფორმაციისათვის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ:

https://www.geoconsul.gov.ge/ka

სავიზო განაცხადისათვის საჭირო  დოკუმენტები:

  • სავიზო განაცხადის სრული ფორმის შევსება;
  • სამგზავრო დოკუმენტი/პასპორტი;
  • საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი;
  • პირადი ფოტო ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად;
  • მოგზაურობის მიზნის დამამტკიცებელი დოკუმენტი;
  • ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საცხოვრებელი ადგილის  დამამტკიცებელი დოკუმენტი;
  • ჯანმრთელობის და სამოგზაურო დაზღვევა;

მოქალაქეები, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, ბინადრობის ნებართვის  მისაღებად. ბინადრობის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაცია: 

  • განაცხადის შევსებული ფორმა;
  • პასპორტის ასლი;
  • საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • საქართველოს უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სერთიფიკატი.
  • კანონიერი შემოსავლის ან საბანკო რეკვიზიტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სურათი ზომით 3x4.
  • მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი;

 

საერთო საცხოვრებელი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქე  სტუდენტების კონსულტაციას საერთო საცხოვრებლის პოვნის მოზნით ჰოსტელებთან და საერთო საცხოვრებლებთან.