არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კონფერენციები

სტუდენტური კონფერენცია SEU ISSC 2019 II

30 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, წინანდლის 17 12:00

ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია SEU ISSC 2019 - ისთვის სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო.

მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო
  • ურთიერთობები და სხვა)
  • განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

  • სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები გაივლიან რეფერირებას და პლაგიატზე
  • შემოწმებას.
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
  • ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული
  • პრეზენტაციის სახით.

სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს ორი ავტორი). მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
დაიბეჭდება საკონფერენციოდ მიღებული ნაშრომების აბსტრაქტები.
საუკეთესო ნაშრომები გამოქყვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
მონაწილე სტუდენტებს კონფერენციის დასრულების ცერემონიაზე გადაეცემათ სერთიფიკატები.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის ელექტრონული რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.
  • კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 30 ნოემბერი.
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრისა. 

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე Conference@seu.edu.ge